ჭურჭლეულობის, აბაზანების, უნიტაზების, სამზარეულოს ბაკანების გასაწმენდი ნივთიერებები, რომელთა შემადგენლობაში შედიან ფოსფატები და ტენზიდები, ასევე ფორმალდეჰიდის ან ნატრიუმის ჰიპოქლორიდის ან ქლორის შენაერთებისა და სხვ. ეკოლოგიურად სახიფათო ნივთიერებების შემცველი სადეზინფექციო საშუალებები. საწმენდი საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, სახეზეა საყოფაცხოვრებო ჩამონადენების ხარისხის დაცემა და მათ შემადგენლობაში ორგანული ნივთიერებების დამშლელი მიკროორგანიზმების დათრგუნვა. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ადამიანის ხელის კანის დაზიანება. აუცილებელია საწმენდი საშუალებების შეცვლა. მათ შორისაა: აბრაზიული ღრუბლები, ”მსუბუქი ქიმიის” ნაწარმები - თხევადი საპონი, ძმარი, სპირიტი.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.