Р

სა სე სმ სო სტ სუ
სმო

სმოგი

სამრეწველო საწარმოების, ქიმიური შეანაერთებისა (გოგირდის დიოქსიდი) და რადიაციული ნისლის, აგრეთვე ნისლისა და კვამლის ნარევის მიერ დიდი ქალაქებისა და სამრეწველო ცენტრების მიდამოების ჰაერის მიწისპირა ფენის ძლიერი გაბინძურება. სმოგის ტიპებია: ზამთრისა (ლონდონის) და ზაფხულის (ლოს-ანჯელესის). ზამთრის სმოგი - უქარო და წყნარ ამინდში ავტომანქანებისა და დაბალი მილებიდან გამონაბოლქვების დაგროვება; ზაფხულისა - აზოტის ოქსიდებსა და ნახშირწყალბადებზე მზის სხივების მოქმედებით ფოტოოქსიდანტებს (უმთავრესად ოზონის) წარმოშობს. სმოგებს დიდი ზარალი და ადამიანის მსხვერპლი მოსდევს: ლონდონში (1952 და 1956 წწ) სმოგის შედეგად 10000 ადამიანი დაიღუპა.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9