Р

სა სე სმ სო სტ სუ
სტი სტრ

სტიქიური უბედურება

კატასტროფული ხასიათის ბუნების ექსტრემალური (ვულკანის ამოფრქვევა, მიწისძვრა, ცუნამი, მეწყრები, კლდეზვავები, ღვარცოფები, თოვლის ზვავები, წყალდიდობები, ქარიშხალი, ტაიფუნები, ტორნადო, სეტყვა, ელჭექი, ტყის ხანძარი) მოვლენები, ან მათი (თავსხმა წვიმა, თოვლის მოსვლა, წაყინვა, ლიპ-ყინული) უეცარი და მკვეთრი ან არაჩვეულებრივად მაღალი ინტენსიურობით, ან ძალიან საშიში (ციკლონები, ქარბორბალა, გვალვები, გაუდაბნოება) გამოვლინებით, რომელიც მიმართულია ადამიანების ნორმალური საქმიანობის უეცარი დარღვევისაკენ, როცა სახეზეა მატერიალური ღირებულებების განადგურება და მოსახლეობის მასიური დასახიჩრება ან სიკვდილიანობა, რომელთა შეფასება განისაზღვრება ნგრევისა და მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით, ხოლო დაუსახლებელ ადგილებში – ბუნებრივი გარემოს კომპონენტების (რელიეფი, მცენარეულობა, ცხოველთა სამყარო) დარღვევის ხარისხით, მათ მიერ დაკავებული ფართობის მიხედვით.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9