გარემოს რაიმე განსაზღვრულ უბანზე ერთი ბიოცენოზის (ფიტოცენოზის, მიკრობული თანასაზოგადოების, ბიოგეოცენოზის) მეორეთი თანდათანობითი შეუქცევადი და კანონზომიერი შენაცვლება; სუკცესიის თეორიის პირველი შემუშავება ფ. კლემენტსმა მოახდინა, რომელიც ჯერ ვ. სუკაჩევმა, ხოლო შემდგომ ს. რაზუმოვსკიმ განავითარა. თავდაპირველად, სუკცესია დამუშავდა გეობოტანიკოსების მიერ, ხოლო შემდგომ ლანდშაფტმცოდნეობასა და ეკოლოგიაში ჰპოვა ფართო გამოყენება.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.