ქიმიური შენართები, რომელთა კონცენტრირებას გარემოს ორ ზედაპირზე აქვს ადგილი - წყალი და ჰაერი. ისინი, ზედაპირების დატენიანების უნარის გამო, ადვილად აღწევენ მოხვედრას ჭუჭყის ნაწილაკებს შორის. ტენზიდები შედიან სარეცხი-საწმენდი საშუალებების (საპონი, სარეცხი ფხვნილი) შემადგენლობაში, გარემოში ნელა იშლებიან, ტოქსიკურნი არიან წყლის ეკოსისტემის მრავალი ბინადრების მიმართ, იწვევენ ადამიანის კანის დაავადებებს.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.