გარემოს განსაზღვრული ტერიტორიული ან აკვატორიული ნაწილების ობიექტებში ტექნიკური საგანგებო მდგომარეობის წყაროების (ავარიები, საშიში ბუნებრივი მოვლენები, კატასტროფები, სტიქიური უბედურებები) წარმოქმნის შედეგად მიღებული მდგომარეობა, როცა: დარღვეულია მოსახლეობის სიცოცხლისა და საქმიანობის ნორმალური პირობები; ექმნება ხიფათი მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; არსებობს მოსახლეობაზე, ეროვნულ ეკონომიკასა და გარემოზე ზარალის მიყენების საშიშროება.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.