მძიმე ლითონი, რომელიც ფართოდ გამოიყენება წარმოებაში (ბენზინის დანამატი) და წარმოადგენს გარემოს ერთ-ერთ სახიფათო გამაბინძურებელს. ადამიანის ორგანიზმში ტყვია საკვების მეშვეობით ხვდება. ტყვიის დაგროვებას ყველაზე მეტად ადგილი აქვს ცხოველთა ღვიძლსა და თირკმლებში, მტკნარი წყლის თევზებსა და ხილ-ბოსტნეული კულტურების ნაყოფებში. ადამიანის ორგანიზმში ტყვიის შემცველობას მისი სისხლის ანალიზით არკვევენ. მისი რაოდენობა 100 მლგ სისხლში 15 მკგ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ბავშვებსა და ორსულ ქალებში კი დოზა 2-ჯერ ნაკლებია. ტყვიით მოწამვლა იშვიათია, თუმცა მან შეიძლება შიდა ორგანოების ან ღრძილების (ტყვიის შავი არშია) დაავადება გამოიწვიოს.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.