Р

ფე ფი ფო ფრ ფტ ფუ
ფონ ფორ ფოს

ფორმალდეჰიდი

ქიმიური ნივთიერება (НСНО), რომელიც ფართოდ გამოიყენება მრეწველობაში (მერქნის ნარჩენების ფილები, ავტომობილების გამონაბოლქვები, მოსაპირკეთებელი საშუალებები საფეიქრო მრეწველობაში). მისი წარმოების მოცულობა მლრდ ტონობით განისაზღვრება. ამავე დროს, იგი მეტად სახიფათო ნივთიერებაა, რომლის შედეგად წყლებისა და ატმოსფეროს გაბინძურებას აქვს ადგილი, ასევე იწვევს ძლიერ ალერგიულ რეაქციებს (ცრემლისდენა, ხველება, ბრონხების სპაზმა), სავარაუდოდ მას კანცეროგენული უნარიც ახასიათებს. წყალში ფორმალდეჰიდის ხსნარი ფორმალინის წარმოშობას იწვევს.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9