Р

ფე ფი ფო ფრ ფტ ფუ
ფონ ფორ ფოს

ფოსფატები

ორთოფოსფორული და უფრო რთული მჟავების მარილები, რომელთა გამოყენებას მიმართავენ როგორც სასუქებად, ისე სარეცხ და საწმენდ საშუალებად. ფოსფატები ხშირად ხვდება საყოფაცხოვრებო ნაკადებში და წყლის აუზების ევტროფიკაციას იწვევენ. რიგ ქვეყნებში ფოსფატების სარეცხ საშუალებებში შერევას არ მიმართავენ და მათ სხვა შენაერთებით ცვლიან. მცირე დოზით ფოსფატებს საკვებ პროდუქტებშიც (ნადნობი ყველი, შედედებული რძე, ცომის გაფაშრება, მოხარშული ძეხვი, სოსისი, პეპსი-კოლა, კოკაკოლა) უმატებენ. ბავშვებში ფოსფატების ზომაზე მეტი დოზა იწვევს ნერვული სისტემის მოშლას - აგრესიულობა, ყურადღების მოდუნება, შფოთვა, მღელვარება და სხვ.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9