აქტიური ქიმიური ელემენტი, რომელიც ბუნებაში სუფთა სახით არ გვხვდება. მისი შენართები ფართოდ გამოიყება ალუმინისა და ცემენტის წარმოებაში, რაც იწვევს ჰაერის გაბინძურებას. ფტორწყალბადის მჟავის (ფტორიდები) მარილების მაღალი კონცენტტრაცია განსაკუთრებით ტოქსიკურია და იწვევს ორგანიზმის ფერმენტების დათგრუნვას, ქრონიკული ფტორიდული მოწამვლა ადამიანის ჩონჩხის (სკელეტის) ნეგატიურ ცვლილებებს იძლევა. სტომატოლოგიაში ფტორიდების გამოყენებას მიმართავენ კბილების პროფილაქტიკაში ან კარიესის წინააღმდეგ. მცირე დოზით ის დამატებულია კბილის პასტის შემადგენლობაში. ხშირად მიმართავენ წყლის ქლორირებას, თუმცა ის გერმანიაში აკრძალულია.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.