პრეპარატი, რომლის გამოყენებას მიმართავენ მცენარეთა სოკოვანი დაავადებების (ჟანგი, ფიტოფტორი, გუდაფშუტა) საწინააღმდეგოდ. ფუნგიციდები ტოქსიკური პრეპარატია და ეკოლოგიურად სახიფათოა. ის იწვევს ცხოველებისა და ადამიანის მოწამვლას, ნიადაგის მიკროორგანიზმების აქტიური ცხოველქმედების დათრგუნვას და სხვ. ამიტომ, სოკოვანი დაავადებების კონტროლის ალტერნატივად მიღებულია მცენარეთა ადაპტაციური სელექციის მეთოდი - სოკოვანი დაავადებების მიმართ მდგრადობის გაძლიერება.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.