ძლიერმოქმედი ქიმიური გამხსნელების (ქლორირებული ნახშირწყალბადები, ტეტრაქლორეთილენი) გამოყენებით ტანისამოსიდან ლაქებისა და ჭუჭყის მოცილება. ამ ნივთიერებებს მაღალი ტოქსიკურობა და კანცეროგენულობა გააჩნიათ, რაც პირველ რიგში საშიშია (პრეპარატებით შევსება და აპარატურის რემონტი) მომსახურე პერსონალისათვის. ამ საწარმოების მოსამსახურეებს ავთვისებიანი სიმსივნებით დაავადების მაღალი რისკი გააჩნიათ. მავნეობის შემცირების მიზნით საწარმოს ჰერმეტიზაციას მიმართავენ.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.