მზა პროდუქციის შესანახად აუცილებელი შესაფუთი მასალებიდან, ხშირად მიმართავენ ლითონისაგან დამზადებულ (თუნუქის კონტეინერები, საკვები და საკონდიტრო პროდუქტების ქილები, ალკოჰოლური სასმელების ტუბები, სუვენირების კოლოფები და კონტეინერები) მასალებს, რომელთა უპირატესობა გამოიხატება მათ ფიზიკურ სიმაგრეში, კოროზიულ მდგრადობაში, ელასტიკურობასა და ეკონომიკურობაში. შესაფუთი მასალები გამოყენების შემდგომ ეტაპზე საჭიროებს გადამუშავებასა და უტილიზაციას, რადგან აბინძურებს გარემოს.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.