Р

შა შე შლ შპ
შეფ

შეფუთვა რბილი

მზა პროდუქციის შესანახად გამოყენებული მსუბუქი მასალებისაგან (ნეილონი, ბადეები) დამზადებული შესაფუთი მასალა, რომელთა გამოყენებას მიმართავენ კვების მრეწველობის, საყოფაცხოვრებო ქიმიის, პარფიუმერიის, გალანტერიის, საჩუქრების, ჰიგიენის, ფარმაცევტული მრეწველობისა და სხვა პროდუქციის შესანახად ან გადასატანად. განსაკუთრებით ხშირია რძის პროდუქტების (არაჟანი, იოგურტი, მაწონი, ხაჭო და კეფირი) შეფუთვა. ამ დროს, როგორც წესი, თერმოფორმოვან შესაფუთ მასალას გამოიყენებენ. მსუბუქი შეფუთვის მასალები ხშირად აბინძურებენ გარემოს. ამიტომ, მათი გამოყენების შემდეგ აუცილებელია გონივრული უტილიზაცია.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9