ქიმიური პრეპარატები, რომელთა გამოყენება მიმდინარეობს სარეველა მცენარეთა პოპულაციის სიმკვრივის კონტროლის მიზნით. ჰერბიციდების რიცხვი ამჟამად 100-ზე მეტია. თუმცა, მიმდინარეობს მათი რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდა, რაც ხელს უწყობს მათ მაღალ ეფექტიურობასა და, შესაბამისად, დოზების შემცირებას. ასეთი ჰერბიციდები გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ნაკლებად მავნე ზემოქმედებას ახდენენ.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.