ფიზიკური და იურიდიული პირების, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ფუნქციონალური გაერთიანების სისტემა, რომელიც განახორციელებს: ჰიდრომეტეოროლოგიური და მისი მოსაზღვრე (მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია, აგრომეტეოროლოგია, ჰიდროლოგია, ოკეანოლოგია, ჰელიოგეოფიზიკა) დარგების ელემენტების პარამეტრების გაზომვებს; გარემოს მონიტორინგს; ინფორმაციას გარემომცველი სივრცის გაბინძურების, მათ შორის, იონოსფეროსა და დედამიწისპირა კოსმოსური სივრცის კომპონენტების მაჩვენებლების შესახებ; გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებასა და დაინტერესებულ ორგანიზაციებისადმი მათ გადაცემას; პროგნოზირებას ბუნების სახიფათო მოვლენების შესახებ; მოსახლეობისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისათვის სტიქიურ-დამანგრეველი პროცესების გამოვლინების შესახებ ინფორმაციის შეტყობინება და ა.შ.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.