Р

ბე ბი ბო ბრ ბუ
ბიო ბიფ

ბიოსფერული რეზერვატი

განსაკუთრებული დაცული ბუნებრივი ტერიტორია (70 ქვეყანაში გამოყოფილია 300 უბანი) დედამიწის ძირითადი ბიომების ეტალონური ფართობებით, რომლებიც გამოყოფილია ბუნებრივი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის, ბუნების, სასიცოცხლო გარემოს, ბუნებრივი პროცესებისა და ბიომრავალფეროვნების დინამიურ-თვითრეგულირებად მდგომარეობაში შენარჩუნებისა და დაცვის, გარემოს გლობალური მონიტორინგის, მეცნიერული კვლევის, რეკრეაციული და საგანმანათლებო საქმიანობის წარმართვის მიზნით და წარმოადგენენ შედარებით ფართო ტერიტორიას, რომელზეც მოცემულია საერთაშორისო ღირებულების მქონე ერთი ან რამდენიმე ბუნებრივი და ბუნებრივ-ანთროპოგენური ობიექტი: ბიომების წარმომადგენლობითი ბუნებრივი ნიმუშები; განსაკუთრებული ბუნებრივი წარმონაქმნების მომცველი გამორჩეული მნიშვნელობის ტერიტორიები; მიწათსარგებლობის ისტორიულ პროცესში წარმოქმნილი ჰარმონიული ლანდშაფტების ნიმუშები; ბუნებრივი მდგომარეობის აღდგენის მიზნით ჯერ კიდევ ვარგისი სახეცვლილი და დეგრადირებული ლანდშაფტები. ბიოსფერული რეზერვატის აღიარებას იუნესკოს „ადამიანი-ბიოსფეროს“ პროგრამის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო ახდენს.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9