ბიოსფერული რეზერვატის ზონებია: ბირთვი ანუ ბუნების მკაცრი დაცვის (დასაშვებია მხოლოდ მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვებები) ზონა, ბუნების მართვადი დაცვის (მანიპულაციების) ანუ ბუფერული (დასაშვებია კვლევა-ძიების, გარემოს დაცვისა და აღდგენითი საქმიანობა) ზონა, აღდგენისა (დასაშვებია ანთროპოგენიზაციის შედეგად დაზიანებული ტერიტორიების დაცვა და აღდგენა) და ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის (დასაშვებია განახლებადი ბუნებრივი რესურსების ტრადიციული სამეურნეო გამოყენება) ზონა.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.