Р

ბე ბი ბო ბრ ბუ
ბოლ ბონ

ბოლი თამბაქოს

გაზებისა და აეროზოლების ნარევი, რომელიც ხასიათდება რამდენიმე ათასი ნივთიერების შემცველობით, რომელთა შორის უმთავრესია ნახშირწყალბადები, სპირტები, ფენოლები, ნიკოტინი, ნახშირბადის ოქსიდი, დარიშხანი, ამიაკი, აზოტის ოქსიდი, გოგირდწყალბადი, ბენზ(ა)პირენი, კადმიუმი, ქრომი, ფორმალდეჰიდი, რადიოაქტიური პოლონიუმი, სხვადასხვა მჟავები და სხვები, რომლებიც იწვევენ მრავალ სახიფათო დაავადებას. ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადების რისკი მატულობს შემდეგი რიგის მიხედვით: პასიური მწევლები - ჩიბუხით მწევლები - სიგარების მწევლები – სიგარეტის მწევლები.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9