Р

ბე ბი ბო ბრ ბუ
ბუნ

ბუნებადაცვითი ღონისძიებები

სამეურნეო საქმიანობის სახეები, მიმართული გარემოს ნეგატიური ზემოქმედებების შემცირებისა და ლიკვიდაციისაკენ, აგრეთვე რეგიონის ბუნებრივ-რესურსული პოტენციალის რაციონალური ათვისებისაკენ, რომელნიც მოიცავენ:

-გამწმენდი ნაგებობის მშენებლობასა და ექსპლოატაციას;

- მცირენარჩენიანი და უნარჩენო ტექნოლოგიური პროცესებისა და წარმოების განვითარებას;

- საწარმოებისა და სატრანსპორტო ნაკადების სისტემების მოწყობა-განთავსებას ეკოლოგიური მოთხოვნების შესაბამისად;

- მიწების რეკულტივაციას;

- ნიადაგების ეროზიისაგან დაცვის ღონისძიებებს;

- ფლორისა და ფაუნის დაცვისა და აღწარმოების ღონისძიებების რეალიზაციას;

- წიაღისა და მინერალური რესურსების დაცვის ღონისძიებების შემუშავებასა და დანერგვას.

Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9