ასახავს გარემოს დაცვის ღონისძიებების (ტყეების აღდგენა, ქვიშების დამაგრება და სხვ) არეალებს, უკვე ჩატარებულ და რეკომენდირებულ, ან გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოებს, რომელთა საფუძვლად გამოიყენება როგორც ლანდშაფტური, ისე ეკოლოგიური ვითარების ამსახველი კარტოგრაფიული მასალები, ხოლო მათ წარმოსაჩენად იყენებს კარტოგრაფიაში შემუშავებულ პირობით ნიშნებს; ბუნებრივი გარემოს დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების რუკებზე ასახულია სამეურნეო საქმიანობის შეზღუდული (ნაკრძალებისა და ტყის ან ცალკეული სახეობის მცენარეების გაჩეხვის შეზღუდვის ტერიტორიები, მდინარეთა ჭალიდან ან კალაპოტიდან ინერტული მასალის მოპოვების, წიაღისეულის დამუშავბისა და თევზჭერის დროებითი აკრძალვის, სეზონური ნადირობის შეზღუდვის) რეგიონები.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.