საერთაშორისო, სახელმწიფოებრივი, რეგიონული და ლოკალური ადმინისტრაციულ-სამეურნეო ტექნოლოგიური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ღონისძიებები, მიმართული ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით სოციალურ-ეკონიმიკური, კულტურულ-ისტორიული, ფიზიკურ-ქიმიური და ბიოლოგიური კომფორტის შესაქმნელად და ემყარება მეცნიერულ (დაკვირვების მასალები, ანალიზის შედეგები, პროექტები და ღონისძიებები), სამართლებლივ (კანონები, წესები, საერთაშორისო შეთანხმებები), ტექნიკურ (რესურსების ათვისების, უნარჩენო ტექნოლოგიების საფუძვლები) და საგანმანათლებო (გარემოს დაცვის პროპაგანდა, ბუნებადაცვითი განათლება) ბაზებს, მოიცავს საერთაშორისო, სახელმწიფო და რეგიონული ღონისძიებების ერთობლიობას, მიმართულს ბუნებრივი რესურსების რაციონალური ათვისების, აღწარმოებისა და დაცვის მიღწევისაკენ, დედამიწის ბუნების ბიოლოგიური წონასწორობის უზრუნველყოფისა და გარემოს იმ მდგომარეობის შენარჩუნებისაკენ, რომელიც შეესაბამება თანამედროვე ბიოსფეროსა და მისი ცოცხალი ორგანიზმების ევოლუციური განვითარების თანამედროვე დონეს.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.