საზოგადოების მიერ, თავისი მატერიალრი და სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, გამოყენებული ბუნების ობიექტები და პროცესები. ბუნებრივი რესურსები იყოფა: ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი; აღდგენადი და არააღდგენადი; შეცვლადი და შეუცვლადი; განახლებადი და არაგანახლებადი. ბუნებრივი რესურსების შემადგენლობაშია: სასარგებლო წიაღისეული, ენერგიის წყაროები, ნიადაგები, წყლის ნაკადები და წყლის აუზები, მინერალები, ტყეები, ველური მცენარეულობა, ხმელეთისა და აკვატორიების ცხოველთა სამყარო, კულტურული მცენარეულობის გენოფონდი, შინაური ცხოველები, ატრაქციული ლანდშაფტები, გამაჯანსაღებელი ზონები.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.