ბუნებრივი რესურსების პირდაპირი (ტყის ზედმეტი გაჩეხვა, გადამეტძოვება, მიწის სავარგულების ექსტენსიური ათვისება) და მეშვეობითი (ეროზიისა და გაბინძურების შედეგად ნიადაგის ნაყოფიერების დაკლება, ატმოსფეროში წარმოების ნარჩენი ნივთიერებების შემოფრქვევის შედეგად ჰავის დათბობის გამოწვევა, პესტიციდებისა და ჰერბიციდების მიერ წყლების გაბინძურება) დამუშავების შეუსაბამობა მათი მოპოვების ნორმებთან, რაც საბოლოოდ აფერხებს ბუნებრივი გარემოს მდგრადობასა და ხელს უშლის სიცოცხლის უსაფრთხო უზრუნველყოფას.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.