Р

გა გე გლ გო
გაბ გად გამ გარ გატ გაუ

გაბინძურება ბინების

საცხოვრებელ ბინებში არასასურველი ქიმიური, ფიზიკური ან ბიოლოგიური აგენტების (გამაბინძურებლების) შემოტანა, რომელთა წყაროებს წარმოადგენენ იატაკის სინთეტიკური საგებები (პოლიქლორილებული ფილები, ხალიჩები), მერქნის დამუშავების ნარჩენებისაგან დამზადებული ავეჯი, კედლის ან ავეჯის ლაქ-საღებავები, განსაკუთრებით თამბაქოს ბოლი. საძილე ოთახებში შეიძლება დაგროვდეს თვით ადამიანის მიერ გამოყოფილი (400-ზე მეტი) სხვადასხვა ნივთიერება, ან კიდევ ავადობის წარმომქნელი ბიოლოგიური (გრიპის ვირუსები) მიკროორგანიზმები, ალერგიის გამომწვევი მიკროსკოპული ტკიპები. გაბინძურების საწინააღმდეგო ღონისძიებებს მიეკუთვნება: ბინების განიავება, გამაბინძურებელი ნივთიერებების აკუმულაციის უნარის მქონე ოთახის მცენარეთა (ქლოროფიტუმი, ალოე) მოშენება.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9