Р

გა გე გლ გო
გაბ გად გამ გარ გატ გაუ

გაბინძურება ატმოსფეროს

ჰაერის სახიფათო გაბინძურება, რომლის წარმოშობა დაკავშირებულია წიაღისეული სათბობის წვასთან. გამოვლენილია 2000-ზე მეტი ჰაერის გამაბინძურებელი, რომელთა დიდი ნაწილი ადამიანის სამეურნეო საქმიანობას უკავშირდება. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: გოგირდოვანი გაზი (SO₂), აზოტის ოქსიდები (N₂O, NO, NO₂), გოგირდწყალბადი (H₂S), ამიაკი (NH3), ბენზ(ა)პირენი (C20H12), მტვერი. ზოგჯერ მზის სხივების მოქმედებით აზოტისა და ნახშირწყალბადების ოქსიდებისაგან შეიძლება წარმოიქმნას ახალი შენაერთები - ფოტოოქსიდანტები: ოზონი, აზოტის მჟავა, რომლებიც ადამიანში სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების ანთებებს იწვევენ.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9