ბუნებრივი ან ხელოვნური წარმოშობის საშიში ბიოლოგიური ნივთიერებების გარემოში მავნე რაოდენობით გაბნევა, როცა საფრთხის ქვეშაა მოქცეული მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, სასოფლო-სამეურნეო ობიექტები (საქონელი, კულტურული მცენარეები), ბუნებაში არსებული ცხოველები და მცენარეულობა, ან კიდევ საკმაოდ დიდია ბუნებრივი გარემოს ზიანისა და ზარალის მიყენების მუქარა.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.