ნიადაგის ორგანიზმებისათვის სასიცოცხლოდ სახიფათო ქიმიური ნივთიერებების დაგროვება. მათ წყაროებს წარმოადგენენ სამრეწველო საწარმოების გადანაყრები, ჰერბიციდები და მინერალური სასუქები, ქარხნების მილებიდან ჰაერში შემოფრქვეული (ვრცელდებიან 8-10 კმ-ის სივრცეში, თუმცა ქარის მოქმედებით 50 კმ-ის მანძილზეც გადაიტანებიან) ნივთიერებები, ნავთობქიმიური კომპლექსების, აგრეთვე ფერადი ლითონების მოპოვებისა და გადამუშავების ნახშირწყალბადებით გაბინძურებული და მძიმე ლითონების გავრცელების მიდამოები.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.