გარემოს გაბინძურების ყველაზე დიდი სახიფათო ვარიანტი, როცა ბუნებაში არარსებული რადიოაქტიური ნივთიერებების შემოტანას ან ბუნებრივი რადიაციული ნივთიერებების შემცველობის ზრდას აქვს ადგილი. მისი მიზეზი შეიძლება გახდეს აეს-ის (ჩერნობილი, ქიშტიმი) ავარია, რადიაციული ნარჩენების შენახვის წესების დარღვევა, აეს-ის ექსპლოატაციის ნორმატივების დაუცველობა, ბირთვული აფეთქებები (გამოცდები).
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.