გაბინძურება ხმაურით
- გარემოს ფიზიკური გაბინძურების სახე, რომლის ფორმირებას ხმაურის დროს აქვს ადგილი. ხმაური - ქალაქის ეკოლოგიის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. ხმაურით გაბინძურებას აქვს ადგილი დიდ საწარმოებშიც. ხმაურით გაბინძურების განზომილების ერთეულად მიღებულია დეციბალი (დც). ჩურჩულის ხმაურს 20-40 დც გააჩნია, ჩვეულებრივ საუბარს - 50-75 დც, ქალაქის მაგისრალებზე ტრანსპორტის ხმაურს - 120 დც, თვითმრინავის ძრავის ხმაური 130 დც-ით იზომება. ძილის დარღვევას ადგილი აქვს 35 დც ხმაურზე, გონებრივი საქმიანობის პროდუქტიულობის შემცირებას კი 55 დც-ზე, ხოლო სმენის გაუარესებას - 70 დცზე. ხმამაღალი საუბარი ადამიანში ადრენალინის გამოყოფას აძლიერებს.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.