Р

გა გე გლ გო
გაბ გად გამ გარ გატ გაუ

გამოსხივება ულტრაიისფერი

ელექტრომაგნიტური გამოსხივების სახე, რომლის ტალღის სიგრძე 180-400 ნმ-ია. მათი დიდი ნაწილი ატმოსფეროში ოზონის ფენის მიერ შთაინთქმება. 180- 289 ნმ-ის სიგრძის ტალღები ცოცხალი უჯრედების (მაგ. ბაქტერიების) მოკვდინებას იწვევენ, ხოლო 289-313 ნმ-ის სიგრძის ტალღიანი გამოსხივების მცირე დოზები ვიტამინების სინთეზის, სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის, ადამიანის მდგომარეობის (ზომიერი ნამზეურობის ეფექტი) გაუმჯობესების სიმპტომებს იძლევა. გამოსხივების მაღალი დოზები კი კანის კიბოსა და თვალის ბადურის დაზიანებას იწვევს.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9