მიწების არარაციონალური ათვისების (გადამეტძოვება, არაგონივრული მორწყვა ან დაშრობა) პირობებში, ბუნებრივ კომპლექსში მცენარეული საფარის განადგურების, ტყეების გაჩანაგების, რეგიონების დაჭაობების ან დამლაშების, ნიადაგების პროდუქტიული ფენის დეგრადაციისა და მათი პროდუქტიულობის მკვეთრი დაცემის პროცესი, მათი შემდგომი აღდგენის შეუძლებლობის გარეშე, რომელიც, როგორც წესი, მშრალი არეალებისთვისაა დამახასიათებელი, მიმდინარეობს ბუნებრივი და ანთროპოგენური ფაქტორების (მაგ., საძოვრების არაგონივრული ათვისება) ზემოქმედებების შედეგად.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.