Р

გა გე გლ გო
გოგ

გოგირდწყალბადი

მკვეთრი სუნის მქონე გაზი (H₂S), რომლის წარმოშობა ცილოვანი ნივთიერებების გახრწნას უკავშირდება და შედის ნავთობის საბადოების თანმხლები გაზების, ბუნებრივი და ვულკანური აირების, მინერალური წყაროების წყლების შემადგენლობაში. მას შავი ზღვის, აგრეთვე რიგი ოკეანეების ღრმა წყლებიც შეიცავს, სადაც სიცოცხლის არსებობა პრაქტიკულად შეუძლებელია. მის წარმოქმნას ხელს უწყობს აგრეთვე ნავთობის, ბუნებრივი და ქოქოსის გაზების გაწმენდის საქმიანობა. იგი ძალიან ტოქსიკური გაზია, რომლის არსებობას ადამიანი გრძნობს მისი უსაფრთხო რაოდენობის (0,1 ნაწილი 1 მლნ ნაწილზე) დროს. თუმცა, მაღალი შემცველობისას ადამიანი ამ აირის არსებობას ვერ გრძნობს, ხოლო 250-500 მლ/კუბ.მ-ზე შემცველობისას, ადამიანს ეწყება მძიმე მოწამვლა, რაც ფილტვების შეშუპებისა და სუნთქვის დამბლის მომასწავებელია.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9