დამსვენებლების მიერ ბუნებრივ კომპლექსებსა და რეკრეაციულ ობიექტებზე (მაგ., არქიტექტურული ძეგლები) ზემოქმედების ხარისხი, რომლის გამოვლინება უკავშირდება ადამიანი-ობიექტის კონტაქტებს და განისაზღვრება ადამიანთა (დამსვენებელთა) რაოდენობით ფართობის ერთეულთან ან იმავე ფართობზე კაც-დღის კონტაქტის დროითი სიდიდით ან ამა თუ იმ ობიექტზე მათი გავლენის (დატვირთვის) ხანგრძლივობით.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.