ბიოსფეროს ნაწილი, რომელიც ბუნებრივი კომპლექსების ან მცენარეთა და ცხოველების სახეობათა დაცვის, ასევე ბუნებრივი პროცესების განვითარების მსვლელობაზე თვალთვალის მიზნით შექმნილი სამეურნეო საქმიანობის წარმოებიდან ნაწილობრივ ან მთლიანად ამოღებული ტერიტორია ან აკვატორია, რომელიც განეკუთვნება ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების უბნებს, ჰქმნის ადამიანის საარსებო გარემოსა და მისი ჯანმრთელობის დაცვის ასპექტებს, უზრუნველყოფს ბუნებრივი რესურსების, ასევე ისტორიული, სამეურნეო და ესთეტიკური მნიშვნელობის ბუნებრივი ან ხელოვნური ობიექტების ან მოვლენების განსაკუთრებული რეჟიმის დაცვას; დაცული ტერიტორიების კატეგორიებია: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია; საქართველოში დაშვებულია დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში ჩართული კატეგორიების დაშვება: ბიოსფერული რეზერვატი, მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.