Р

ეგ ევ ეკ ელ ენ ერ ეტ ექ
ეკო

ეკოლოგია საცხოვრებლების

ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების ეკოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს დახშულ (ჩაკეტილი) შენობაში ადამიანის ცხოვრების პირობებს. ბინის პრობლემა - ქალაქის მინიატურული პრობლემაა: ატმოსფეროს ქიმიური და ფიზიკური (ელექტრომაგნიტური, კავშირგაბმულობის სისტემის ნეგატივიზმი, ტელევიზორების ეკრანისა და კომპიუტერის დისპლეის იონიზირებული გამოსხივება) გაბინძურება, ნარჩენების პრობლემა (კანალიზაცია, ნაგვის სადენები და ნაგავსაყრელები), ენერგომომარაგების სისტემა (კედლების, ფანჯრების, კარების სითბოიზოლაცია, დღის ნათების შუქების, მაცივრებისა გამათბობლების გამოყენება, პოლირებული ჭურჭლეული, ელექტროქურები და ა.შ. ბინების ”გაეკოლოგიურების” მიზნით მიმართავენ სპეციალური მოწყობილობების გამოყენებას: მზის ელემენტები, წყლის კასრები, ოთახის მცენარეები. ისინი იწვევენ საცხოვრისების უხიფათო მიკროკლიმატის შექმნას.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9