ეკოლოგიური, ეკონომიკური ან სოციალური ფაქტობრივი დანაკარგები, რომელთა წარმოშობა დაკავშირებულია ბუნებადაცვითი კანონმდებლობის ან ადამიანის სამეურნეო საქმიანობის წესების დარღვევასთან, ან კიდევ, გარემოში სტიქიური ეკოლოგიური უბედურებებისა და კატასტროფების შემთხვევებთან, როცა ადგილი აქვს ფაქტობრივ დანაკარგებს ბუნებრივი და შრომითი, მეურნეობის მატერიალური და ფინანსური რესურსების სფეროებში, სახეზეა მოსახლეობის სოციალურ-ჰიგიენური ცხოვრების პირობების გაუარესება.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.