სახელმწიფოს მიერ ეკოლოგიური სამართლის სარეალიზაციო სამართლებრივი საქმიანობა, რომელიც მოიცავს ამა თუ იმ საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მიერ სამეურნეო და სხვა საქმიანობათა პროცესის შემოწმებას, გარემოს ობიექტებზე ზემოქმედების ეკოლოგიური მოთხოვნებისა და ბუნებადაცვითი ღონისძიებების შესრულების წესების დაცვის გათვალისწინებით.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.