საქალაქო ტერიტორია, მისი მოსახლეობა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების ერთობლიობა. ი. ოდუმი - ქალაქები ბიოსფეროს პარაზიტებია, რადგან აქ მიმდინარეობს ჟანგბადის, წყლისა და სხვა რესურსების კოლოსალური მოხმარება, მათ სანაცვლოდ კი მხოლოდ ნახშირორჟანგის პროდუცირებას აქვს ადგილი, რაც გარემოს გაბინძურებას იწვევს.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.