მაღალვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზების, რადიო და სატელევიზიო სადგურების, რადარებისა და ლოკატორების მიერ გამოყოფილი ტალღური გამოსხივების შედეგად წარმოქმნილი გაბინძურება, რომელიც განსხვავებულ ზემოქმედებას ახდენს სხვადასხვა ორგანიზმებზე. ზოგ შემთხვევაში ის ახდენს ორგანიზმის პროცესების სტიმულირებას (თესლის ელექტროდამუშავება), სხვა შემთხვევაში ავადმყოფობის წარმოშობას იწვევს.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.