გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო და სამთავრობო სტრუქტურების მიერ შემუშავებული მოკლე- და გრძელვადიანი ღონისძიებების კომპლექსი, რომლებიც მოიცავენ პირველი რიგის ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზებს, მკვეთრად ფორმულირებული კრიტერიუმების საფუძველზე შემუშავებული პრიორიტეტების დადგენას, წარმოებაში ეკონომიკურად ეფექტური მოქმედების ღონისძიებების (გარემოდაცვითი პროექტების) შემუშავებას.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.