ხელუხლებელი ბუნების შენარჩუნების, სასიცოცხლო გარემოს დაცვის, ტურიზმისა და რეკრეაციის განვითარების, ბუნების ობიექტების აღდგენისა და დაცვის, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მოვლის მიზნით, ეროვნულ პარკში გამოიყოფა: ბუნების მკაცრი და მართვადი დაცვის, ვიზიტიორების, აღდგენის, ისტორიულ-კულტურული, ადმინისტრაციის, ტრადიციული გამოყენების ზონები.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.