მძიმე ლითონია. მისი შენაერთები მეტად სახიფათო ნივთიერებას წარმოადგენენ, რომლებიც აბინძურებენ ატმოსფეროს, წყლებს, კვების პროდუქტებს. შედარებით ნაკლებად სახიფათოა ვერცხლისწყლის არააქროლადი ლითონური და არაორგანული მარილები. მათი სახიფათო მოქმედება შესაძლებელია ორგანიზმში საკვები პროდუქტების გზით მოხვედრისას. მთავარი საშიშროება ვერცხლისწყლის შემცველი ორგანული (მეთილვერცხლისწყალი) შენაერთებიდან მოდის, რომელიც ამ ლითონის წყალში ჩაშვების შემთხვევაში წარმიქმნება. ამ ნივთიერებას დიდი რაოდენობით აგროვებენ ცენტრალური აზიის (უზბეკეთი) ტბებისა და მდინარეების ბინადარი თევზები, რომელთა ზომაზე მეტი მიღება ადამიანისათვის სასიკვდილოა.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.