ეკოლოგიური ნორმატივი, რომელიც აღნიშნავს წყლებში, ნიადაგებში, ატმოსფეროში ან საკვებ პროდუქტებში ნივთიერებების ზღვრულ კონცენტრაციას, რომლის დროსაც ადამიანისა და მისი შთამომავლობის ჯანმრთელობის შერყევას ადგილი არა აქვს. ზდკ-ს იყენებენ გარემოსა და საკვები პროდუქტების გაბინძურების კონტროლისა და ეკოლოგიური ნორმირებისათვის. ნორმატივების დრო და დრო გადასინჯვასა და გამკაცრებას აქვს ადგილი. ყველაზე მკაცრი ნორმატივები იაპონიაშია მიღებული, ყველაზე რბილი - რუსეთში: ატმოსფეროში მტვრის შემცველობის ზდკ: 0,15 მგ/მ3; ნახშირბადის ოქსიდისა - 1 მგ/მ3; გოგირდის ოქსიდის - 0,5 მგ/მ3; აზოტის დიოქსიდის - 0,085 მგ/მ3; ბენზ(ა)პირენის - 0,0000001 მგ/მ3. წყალში ბენზოლისა და ალუმინის ზდკ 0,5 მგ/ლ შეადგენს, დიქლორდიფენოლტრიქლორი (დდტ) - 0,1 მგ/ლ; ბენზ(ა)პირენი - 0,000005 მგ/ლ. ნიადაგში ტყვიის ზდკ 32,0 მგ/კგ-ს, ფორმალდეჰიდისა - 7მგ/კგ, ვერცხლისწყლისა - 2,1მგ/კგ, ხოლო ბენზ(ა)პირენისა - 0,02 მგ/კგ.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.