სახელმწიფოს სპეციალურად რწმუნებული ორგანოების მიერ გარემომცველი სივრცის მდგომარეობისა და მისი საზოგადოების სამეურნეო ან სხვა სახით საქმიანობის შედეგად გამოწვეული ცვლილებების დასადგენად დაკვირვებების ჩატარება, ასევე ბუნების დაცვის გეგმებისა და ღონისძიებების შესრულების, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისა და გარემოს გაჯანსაღების მიმდინარეობის კონტროლი.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.