Р

ლა ლი
ლან

ლანდშაფტი

ტერიტორიის ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების ძირითადი ერთეული, რომელიც გენეტურად ერთიანი რეგიონია რელიეფის ერთი ტიპით, გეოლოგიური აგებულების, კლიმატის, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ზოგადი ხასიათით, აგრეთვე ნიადაგების, მცენარეულობისა და ცხოველების კანონზომიერი შეთანაწყობით. გენეტური ასპექტების მიხედვით გამოიყოფა ლანდშაფები: ანთროპოგენური, ბუნებრივი, გეოგრაფიული, გეოქიმიური, კულტურული, აკულტურული, აგრიკულტურული, ჭაობების, ელემენტარული და სხვ.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9