ადამიანის მიერ ბუნებრივი გარემოს როგორც არაცოცხალ (ხმელეთის, წყლების, ჰაერის, წიაღის) გარემოზე, ისე ცოცხალ ორგანიზმებზე უშუალო გავლენა ან მათი საარსებო პირობებისა და საბინადრო გარემოზე ზემოქმედება ან მათი შეცვლა. განასხვავებენ: დედამიწის ზედაპირის სტრუქტურის, ბიოსფეროსა და მისი შემადგენელი ნივთიერებების წრებრუნვებისა და ბალანსის, რეგიონების (ტერიტორიების) ენერგეტიკული და სითბური ბალანსის, ბიოტის შემცველობისა და სხვ. ცვლილებებს.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.