ბუნებრივი გარემოს ცვლილებებით გამოწვეული ეკოსისტემების, პოპულაციებისა და ორგანიზმების (მათ შორის ადამინის) პროცესების თვალთვალის სისტემა, რომლის ძირითად ობიექტებს წარმოადგენენ ატმოსფერო, წყალი, ნიადაგი, ცხოველთა და მცენარეთა პოპულაციების მდგომარეობა, ადამიანის ჯანმრთელობა და ა.შ. განასხვავებენ ფონურ და ლოკალურ ეკოლოგიურ მონიტორინგს. პირველ შემთხვევაში, დაკვირვების ობიექტს ბიოსფერო და მისი ქვედანაყოფი - ბიომი წარმოადგენს, ხოლო მეორეში კონკრეტული ობიექტების (ლანდშაფტების) ანთროპოგენური ცვლილებები იხილება.
Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.