Р

მა მდ მე მთ მი მო მჟ მრ მს მტ მც მძ
მონ

მონიტორინგის ძირითადი ტიპები:

გლობალური – მთელი დედამიწის ბიოსფეროსა და ეკოსფეროს, აგრეთვე ეკოლოგიური კომპონენტების ფარგლებში მიმდინარე მსოფლიო პროცესების თვალთვალი და მოსალოდნელი ექსტრემალური სიტუაციების წარმოშობისა და გამოვლინების საშიშროებათა შესახებ გაფრთხილებების სისტემის ამუშავება;

იმფაქტური – განსაკუთრებულად სახიფათო ზონებსა და ადგილებში ბუნებრივ გარემოზე რეგიონული და ლოკალური ანთროპოგენური ზემოქმედებების მონიტორინგი;

რეგიონული – რაიმე რეგიონის ფარგლებში გარემოს პროცესებისა და მოვლენების თვალთვალის ჩატარება, როცა ეს პროცესები და მოვლენები თავისი ბუნებრივი, ანთროპოგენური, ფონური ზემოქმედებების მიხედვით შესაძლოა განსხვავებულიც კი იყოს მთელი ბიოსფეროს მახასიათებელი მდგომარეობისაგან;

საბაზო – ზოგადბიოლოგიური მოვლენების მიმდინარეობის (რეგიონალური ანთროპოგენური ზემოქმედების გარეშე) შესახებ თვალთვალი.

Source: გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი (პროცესები, ცნებები, განმარტებები). ავტორი - მელორ ალფენიძე; რედაქტორები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაურ ლომთათიძე, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე; რეცენზენტები: გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მერაბ გონგაძე ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ილია გოროზია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის პროგრამული მიმართულება; თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9