| | |
– ბიოლოგიური – ეკოლოგიური მონიტორინგის სახე, როცა გარემოს გაბინძურების შედეგად ცოცხალი ორგანიზმების მიერ გამოვლენილ რეაქციებზე დაკვირვებების ჩატარება მიმდინარეობს;
– გარემოზე ზემოქმედების – მრავალმიზნობრივი საინფორმაციო სისტემის შექმნა, რომლის ამოცანას წარმოადგენენ გარემოს ზემომქმედ წყაროებზე დაკვირვებების, შეფასებებისა და პროგნოზის შესრულება;
– დისტანციური – საავიაციო ან კოსმოსური, აგრეთვე ძნელად-მისადგომ არეალებში (ჭაობები, მთიანეთები, უდაბნოები) დამონტაჟებული აპარატურის გამოყენებით მონიტორინგის ჩატარება, რომელთა ინფორმაციის ავტომატური შორეული გადაცემა (რადიო, თანამგზავრული) მიმდინარეობს დაკვირვების ცენტრებში;
–ეპიზოოტოლოგიური – ეპიზოოტიკური მდგომარეობის მუდმივი თვალთვალის სისტემის შექმნა, რომელიც დაადგენს ორგანიზმების ექსტრემალურად ნორმისაგან გადახრის ადრეულ გამოვლინებას, მათი სივრცესა და დროში მოდელირებასა და განვითარების პროგნოზირებას, ცხოველთა დაცვის რეკომენდაციების ვარიანტების შემუშავებას;
– ზღვებისა და ტერიტორიული წყლების მდგომარეობის – რეგულარული დაკვირვებების სისტემა, რომელიც მიმართულია ზღვის წყლის გარემოს მდგომარეობისა და ფსკერული ნალექების ფიზიკური, ქიმიური, ჰიდრობიოლოგიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების, აგრეთვე მათი როგორც ბუნებრივი, ისე ანთროპოგენური ფაქტორებით გამოწვეული ცვლილებების შეფასებისა და პროგნოზირებისაკენ;
– კონტინენტური შელფის – რეგულარული დაკვირვებების სისტემა, რომელიც მიმართულია ზღვის გარემოსა და ფსკერული ნალექების მდგომარეობის, წყლის ქიმიური და რადიოაქტიური დაბინძურების, ჰიდრობიოლოგიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრებისა და მათი როგორც ბუნებრივი, ისე ანთროპოგენური ფაქტორებით გამოწვეული ცვლილებების შესწავლისაკენ;
– კოსმოსური – კოსმოსური საშუალებების გამოყენებით დაკვირვებისა და თვალყურის დევნების (მონიტორინგის) ჩატარება გარემოს ცვლილებების კერებისა და ხასიათის ოპერატიულად გამოვლენის, პროცესების ინტენსიურობისა და ეკოლოგიური ძვრების ამპლიტუდის დადგენის, ტექნოგენური სისტემების ურთიერთმოქმედებების შესწავლის მიზნით;
– ლითოსფეროს – დაკვირვებებისა და კონტროლის სისტემა ლითოსფეროში რადიოაქტიური, საშიში ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებების შემცველობის დონის გამოვლენის მიზნით;
– მიწისქვეშა წყლების – ანთროპოგენური ფაქტორების ზემოქმედებით მიწისქვეშა წყლების მდგომარეობის შეფასებისა და პროგნოზირების მიზნით დაკვირვებებისა და კონტროლის სისტემის შექმნა;
– მიწების – გარემოს მდგომარეობის მონიტორინგში შემავალი დაკვირვების სისტემა მიწის ფონდების ცვლილებების დროული გამოვლენის, მათი შეფასებების, გაფრთხილებისა და ნეგატიური პროცესების შედეგების აღმოფხვრის მიზნით;
–ნიადაგების ქიმიური გაბინძურების – რეგულარული დაკვირვებების სისტემა, რომელიც მოიცავს დაკვირვებებს: ქიმიური ნივთიერებებით ნიადაგების ფაქტობრივი გაბინძურების, პროგნოზული დონეების განსაზღვრის, გაბინძურების ფაქტობრივი შედეგების შეფასების, გაბინძურების წყაროების გამოვლინებების შესახებ;
– საშიში ბუნებრივი პროცესებისა და მოვლენების – გარემოში საშიში ბუნებრივი პროცესებისა და მოვლენების ფორმირების, აგრეთვე მათი წარმოშობისა და განვითარების ფაქტორების დადგენის მიზნით, რეგულარული დაკვირვებებისა და კონტროლის სისტემის შექმნა;
– საავიაციო – თვითმფრინავების, შვეულმფრენებისა და სხვა საფრენი აპარატების გამოყენებით (არაკოსმოსური სიმაღლეებიდან) ტროპოსფეროს ფარგლებში შესრულებული გარემოს მონიტორინგი;
– ტყეების – ტყის ფონდების მდგომარეობისა და დინამიკის შეფასება-პროგნოზის დაკვირვების სისტემა, რომლის მიზანია ტყეების გამოყენების, დაცვის, აღწარმოების მიღწევა;
– წყლების ობიექტების – ბუნებრივი გარემოს მონიტორინგის ნაწილი, რომელიც მოიცავს: ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ობიექტების მდგომარეობის, მათი რაოდენობრივი და თვისებრივი მაჩვენებლების პარამეტრებზე რეგულარულ დაკვირვებებს; დაკვირვების მონაცემთა შეგროვებას, შენახვას, შევსებასა და დამუშავებას; მონაცემთა ბანკების შექნასა და წარმოებას; ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების რაოდენობრივ-თვისებრივი მაჩვენებლების აღრიცხვას, წყლის რესურსების მდგომარეობის ცვლილებათა შეფასებასა და პროგნოზს;
– ფიტოსანიტარული – ორგანიზმების გავრცელების, რიცხოვნების, განვითარების ინტენსივობისა და მავნებლობის მოსალოდნელი დონის დადგენა და პროგნოზირება;
– ცოცხალი სამყაროს ობიექტების – რეგულარული დაკვირვებების სისტემა, რომელიც მიმართულია ცოცხალი სამყაროს ობიექტების გავრცელების, რიცხობრიობის, ფიზიკური მდგომარეობის, მათი ბინადრობის გარემოს ხარისხისა და ფართობის დადგენისაკენ;
– ჰიდროსფეროს – წყლის ხარისხის კონტროლის, მისი რადიოაქტიური, ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებებით გაბინძურების დაკვირვების სისტემა.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |